მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანანის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - TOP-10 იმპორტიორი კომპანია

იმპორტი

2024 წლის 9 თვეში ბანანის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან 35 276 ტონა ბანანის შესაძენად 29 მილიონ 453 ათასი დოლარი გავიდა.

იმპორტის ღირებულება 13%, მოცულობა კი 15.4%-ით გაიზარდა. ამგვარად, წლის ამ პერიოდში ბანანის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ქვეყანაში ბანანი ძირითადად ეკვადორიდან შემოდის, თუმცა მცირე მოცულობებით ბანანს ევროპასა და ამერიკაშიც ვყიდულობთ. იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. ეკვადორი -$27.9 მლნ, 33 451 ტონა;
  2. გერმანია - $971 ათასი, 1 115 ტონა;
  3. აშშ - $323 ათასი, 405 ტონა;
  4. თურქეთი - $124 ათასი, 164 ტონა;
  5. ირანი - $80 ათასი, 94 ტონა;

უმნიშვნელო მოცულობებით ბანანი ასევე კოსტა-რიკადან, ნიდერლანდებიდან და ვიეტნამიდან შემოდის.

BMG-იმ საქსტატიდან ბანანის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა. ეს კომპანიებია:

  • სს ნიკორა ტრეიდი;
  • შპს G&I group;
  • შპს GEORGIANTRANS+;
  • შპს ეკო ფრუიტ;
  • შპს ეკოტეხ;
  • შპს ეს ენდ დი ლოჯისტიკი;
  • შპს ვიტამინი 2017;
  • შპს ორი ნაბიჯი;
  • შპს სწორი გზა;
  • შპს ფრუიტი

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები