2024 წლის იანვარში, საქართველომ $3.5 მლნ-ს 4 244 ტონა ბანანი იყიდა, რაც მოცულობაშიც და თანხაში 1.8-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2024 წლის იანვარში საქართველოში $1.9 მლნ-ს 2 322 ტონა ბანანის იმპორტი განხორციელდა.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:
- ეკვადორი - $3.5 მლნ-ის 4 244 ტონა;
- ნიდერლანდები - $2,08 ათასის 444 კგ.
ასევე, მცირე რაოდენობით ბანანი შემოვიდა გერმანიიდან და ირანიდანაც.
ცნობისთვის, ბანანის იმპორტი 45%-ით გაზრდილი იყო გასულ წელსაც. 2023 წელს საქართველომ 34.2 მლნ აშშ დოლარის 40 148 ტონა ბანანი იყიდა, 2022 წელს კი, 29.1 მლნ აშშ დოლარის 37 233 ტონა.