მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bank of America-ს არარეალიზებული ზარალი $131.6 მილიარდამდე გაიზარდა

Bank of America

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ფასიანი ქაღალდებიდან Bank of America-ს არარეალიზებული ზარალი $131.6 მილიარდამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, როგორც ბანკში პროგნოზირებენ, პორტფელი რეალურ ზარალს გრძელვადიან პერიოდში არ ნახავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, სამომხმარებლო დეპოზიტებითა და უფრო მაღალი კაპიტალით არსებული ძლიერი ლიკვიდობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Bank of America ფასიან ქაღალდებს ზარალით გაყიდის.

Bank of America-ს ფინანსური დირექტორის, ალასტერ ბორთვიკის ინფორმაციით, არარეალიზებული ზარალი სრულად სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზეა, გადახდის ვადამდე მათი შენარჩუნებით კი ბანკში იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში ზარალი აღარ ექნებათ.

ინფორმაციისთვის: მარტში, Silicon Valley Bank-ის მიერ თავისი პორტფელის მნიშვნელოვანი ზარალით გაყიდვამ, ბანკის კოლაფსი, სექტორში კი, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დიდი არეულობა გამოიწვია, სწორედ ამის შემდეგ იქცა არარეალიზებული ზარალი ინვესტორების მხრიდან გაძლიერებული შესწავლის ობიექტად.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ფასიანი ქაღალდებიდან Bank of America-ს ზარალმა $106 მილიარდი შეადგინა. კომპანიის held-to-maturity ფასიანი ქაღალდები, მესამე კვარტალის $614 მილიარდიდან, $603 მილიარდამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები