მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბანკები ფერმერს მეტად უნდა ენდონ“ - გელა ხანიშვილი

აგრო 1959

ბანკები ფერმერს მეტად უნდა ენდონ და მეტი შეღავათი მისცენ“ - ასე მიაჩნია ბიზნესმენს, ფერმერული მეურნეობა „აგრო-1959“-ის მმართველ პარტნიორ გელა ხანიშვილს, რომელიც თვლის, რომ აგროსექტორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესგეგმები კომერციული ბანკების მხრიდან გონივრულად უნდა ფინანსდებოდეს.

საქართველოში სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე გელა ხანიშვილმა გადაცემა #წერტილში ისაუბრა.

„ბანკები ფერმერს მეტად უნდა ენდონ და მეტი შეღავათი მისცენ. ბანკიც კომერციული ორგანიზაციაა, მაგრამ არის მთელი რიგი მიდგომები, როდესაც ერთი მხრივ ბინზესგეგმა უნდა „გაწურონ“, მაგრამ მეორე მხრივ ეს გონივრულად უნდა მოხდეს. ფერმერი ბიზნესგეგმის მომზადების შემდეგ... რაშიც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო და ძალიან ბევრი საკონსულტაციო კომპანია გაჩნდა, მერე იწყება დავა და ბანკთან დისკუსია დააფინანსებენ თუ არა. ბიზნესგეგმა მოსწონთ, მაგრამ რისკებს იმ დონეზე აფასებენ და გასაცემი თანხის ისე მიცემას ცდილობს, რომ ფერმერი საქმეს ასე ვერ დაიწყებს, მილიონები არავის აქვს. ამიტომ ბანკის ინსტრუმენტი სრულყოფილადაა გამოსაყენებელი. ამიტომ სახელმწიფო დიდ პროექტებთან მიმართებით თამამი უნდა იყოს, სხვა შემთხვევა ჩვენ ძალიან ბევრ წვრილ მეურნეობას მივიღებთ, რა მოგებიანი არ არის“, - აცხადებს გელა ხანიშვილი, რომელიც ასევე თვლის, რომ სახელმწიფო აგროსექტორში მსხვილი ბიზნესების მხარდაჭერაში თამამი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები