მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების საკრედიტო პორტფელმა რეკორდულ 47.3 მილიარდ ლარს მიაღწია

64bfddbf34b49
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.23 18:52
834
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით, ანუ 3.5%-ით გაიზარდა და მან 47.3 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს სესხების რეკორდული რაოდენობაა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საბანკო კრედიტების მოცულობა 43.6 მილიარდი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივნისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.00%-ით).

“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.63 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.70%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.17 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.81%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.06%-ით მეტი).

2023 წლის ივნისის განმავლობაში 1.95%-ით, ანუ 480.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 25.16 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.81 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.53 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით),”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები