მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა დეპოზიტების დაზღვევისთვის გასულ თვეში 2.5 მლნ ლარზე მეტი გადაიხადეს

6121f3eca4ba7
BM.GE
22.08.21 13:08
1258
"დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 585 022,46 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის აგვისტოში დაფარეს.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 35 863 134 272 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19 414 624 316 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5 013 178 123 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 401 446 192 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16 448 509 956 (ეროვნულ ვალუტაში - 9 156 809 664 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 291 700 292 ლარის ეკვივალენტი).

ამასთან, საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 193 697 315 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 216 818 522 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 976 878 794 ლარის ეკვივალენტი.


შეგახსენებთ, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში.