მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებმა სებ-ს დეპოზიტების გენდერული სტატისტიკა უნდა წარუდგინონ

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ბრძანების მიხედვით, კომერციულ ბანკებს პილარ 3-ის ფარგლებში დეპოზიტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება ეზრდებათ. ცვლილებები ითვალისწინებს დეპოზიტების სტატისტიკის სქესის მიხედვით ჩაშლილ ფორმატში წარმოდგენას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ჭრილში.

განახლებული წესით, ბანკებმა უნდა გამოაქვეყნონ მონაცემები როგორც არსებული დეპოზიტების მოცულობის, ისე დეპოზიტორების ტიპების შესახებ, სქესის ნიშნით დაყოფით. ეს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება სპეციალური ანგარიშგების ფორმით და აისახება როგორც კვარტალურ, ისე წლიურ პილარ 3-ის ანგარიშგებაში, ასევე საქართველოს საბანკო სტატისტიკაში.

ეროვნული ბანკის შეფასებით, დეპოზიტებზე სქესის მიხედვით დეტალიზებული მონაცემების გამჟღავნება მიზნად ისახავს ფინანსურ სექტორში გამჭვირვალობის გაზრდას და ქალი მეწარმეების ეკონომიკურ აქტივობაზე უფრო მკაფიო სურათის შექმნას. ახალი მოთხოვნები კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო ხდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები