მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციიდან წელს 437 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

დოლარი ლარი

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 437 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ბანკების შემოსავალი 11%-ით, ანუ 43 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

თვეების მიხედვით, ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ყველაზე დიდი - 87 მილიონი ლარის შემოსავალი ივლისში მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში მაღალ ტურისტულ შემოდინებებს და ვიზიტორების დანახარჯებს უკავშირდებოდა, ივნისში კი ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 68 მილიონი ლარი იყო.

კონკრეტული ბანკების მიხედვით, იანვარ-ივლისის მდგომარეობით აღნიშნული შემოსავლები ასე ნაწილდება

ბანკი შემოსავალი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან, მლნ. ლარი
საქართველოს ბანკი 200
თი–ბი–სი ბანკი 196
ბაზის ბანკი 10
პროკრედიტ ბანკი 9
პაშაბანკი 6
ქართუ ბანკი 6
ტერა ბანკი 4
კრედო ბანკი 3
ხალიკ ბანკი 2
იშ ბანკ 1
ზირაათ ბანკი 1
პეისერა 0.3
სილქ ბანკი 0.2
ვი–თი–ბი ბანკი 0.0
ჰეშბანკი 0.0
პეივბანკი 0.0
ლიბერთი ბანკი -2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები