მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებში ბიზნეს სესხები მცირედით გაძვირდა

61127709c0f67
BM.GE
10.08.21 18:35
855
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბიზნეს სექტორზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. მატება შეეხო როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს.

"ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ივნისში, მარტთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი თვის შიგნით ეროვნული ვალუტით გაცემულ მსხვილ ბიზნეს სესხებზე მცირედით გაიზარდა და 13.0% შეადგინა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, ივნისში მარტთან შედარებით, ევროთი გაცემული კორპორატიული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი თვის შიგნით გაცემულ სესხებზე 1.5 პპით, 8%-მდე, გაიზარდა, ხოლო დოლარით გაცემული სესხებისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 7.3% შეადგინა. მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებისთვის, საპროცენტო განაკვეთი ლარით გაცემული სესხებისთვის, მცირედით, 13.4%-მდე, გაიზარდა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემული სესხებს, ევროთი გაცემული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი მცირედით, 5.2%-მდე, შემცირდა, ხოლო დოლარით გაცემული სესხებისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 6.8% შეადგინა. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით მცირედით გაიზარდა მარჟა ფიქსირებული და ცვლადი განაკვეთით გაცემულ ლარის სესხებზე. გამოკითხულთა აზრით, მომდევნო კვარტალში დაკრედიტების საპროცენტო პირობების მცირედით გამკაცრებაა მოსალოდნელი,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები