მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბანკებთან ურთიერთობა მცირე საწარმოებისთვის რთულია, ვინაიდან პროცენტი ძალიან მაღალია” - მეწარმე

628b96b38e4d5
ანუკა ჯოხაძე
23.05.22 22:16
839
ფინანსებზე წვდომა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელზეც მცირე და საშუალო მეწარმეები საუბრობენ. როგორც ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელი კომპანია “კოპეშონის” დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა აცხადებს, სესხის პროცენტი იმდენად მაღალია, რომ მცირე საწარმოებისთვის საქმიანობის გაფართოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

“ფინანსებზე წვდომა საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ხოლო როცა დონორი ორგანიზაციები გაფინანსებენ, საწარმოს აწყობაში გეხმარებიან, ძალიან კარგია. თუმცა შემდეგ ბიზნესის გასავითარებლად არის ფინანსებზე წვდომის გამოწვევა. ბანკებთან ურთიერთობა მცირე საწარმოებისთვის რთულია, ძალიან მაღალია სესხის პროცენტი. ბევრი გარემოებაა, რაც საბანკო სესხებს აძვირებს. ანალოგიური მდგომარეობაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშიც, ასე რომ აზრი არ აქვს ასეთი ფინანსებით წარმოებას და შემდეგ მოგების მიღებას", -ამბობს ფარულავა.

ცნობისთვის, კომპანია "კოპეშონი" დაფუძნებულია საქართველოში და აწარმოებს ბოსტნეულის ცუკატებს, შოკოლადით მოჭიქულ ცუკატებს და ბოსტნეულის ნატურალურ ჩირებს. კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები