მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო - სუფსის მილსადენი ისევ გაჩერებულია - რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდება საქართველოს გავლით?

6328ad82404c1
ნინო ტაბატაძე
19.09.22 22:35
1040
ბაქო - სუფსის მილსადენი ისევ გაჩერებულია. მილსადენში, რომელიც საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია, ნავთობის გადატვირთვა არც აგვისტოში განახლებულა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის მონაცემებით, უკვე 4 თვეა მილსადენით ნავთობის გადაზიდვა არ ხდება.

შავი ზღვის გავლით ნავთობის გადაზიდვის შემცირების გადაწყვეტილება მარტში მიიღეს, აპრილიდან კი ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირება ფაქტობრივად შეჩერდა. სანაცვლოდ, ნედლი ნავთობი სრულად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადამისამართდა, რომლის მეშვეობითაც ტანკერების შევსება ხმელთაშუაზღვის ჯეიჰანის პორტში ხდება.

“ეს პრევენციული ზომაა ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციისას პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაც დაკავშირებულია პოტენციურად ტანკერების ხელმიუწვდომლობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებასთან, რის წინაშეც დგანან გადამზიდები.

2022 წლის აპრილში ბაქო-სუფსის მილსადენზე გეგმიური ტექნიკური მომსახურების პროგრამა განხორციელდა. პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და გადაწყვეტილებას მილსადენის მუშაობის განახლების შესახებ ყოველთვიური შეფასების მიხედვით მივიღებთ. ივლისში განახლება არ იგეგმება", - განუცხადეს BP-ის პრესსამსახურში BM.ge-ს ივნისში.

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვას. აგვისტოში ამ მილსადენით 2.4 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა. წელს, 8 თვეში საქართველოს დერეფანით 19.6 მლნ ტონა ნავთობია გატარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები