მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კაპიტალური ხარჯები 2.2-ჯერ გაიზარდა - რა უჯდება BP-ის ნავთობსადენის ოპერირება?

მილსადენი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით I კვარტალში 6 მლნ ტონა (49 მლნ ბარელი) ნავთობის გატარება მოხდა.

BP-Azerbaijan-ის მონაცემებით, ნავთობი და კონდენსატი შემდგომი ექსპორტისთვის, ჯეიჰანის ტერმინალში 65 ტანკერზე დაიტვირთა.

BTC მილსადენით გარდა აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) საბადო ბლოკიდან ნავთობისა და შაჰ-დენიზის კონდენსატისა, ასევე SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანში წარმოებულ ნედლი ნავთობის და ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ნავთობს ტრანსპორტირებაც ხდება.

BP-Azerbaijan-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის საოპერაციო ხარჯებმა 2026 წლის პირველ კვარტალში 30 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალური ხარჯები დაახლოებით 28 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, BTC მილსადენის საოპერაციო ხარჯები 6.2%-ით შემცირდა, ხოლო კაპიტალური ხარჯები 2.2-ჯერ გაიზარდა.

2006 წლის ივნისში მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე, ამ მილსადენის მეშვეობით დაახლოებით 626 მილიონი ტონა (დაახლოებით 4.7 მილიარდი ბარელი) ნავთობი იქნა გადაზიდული.

BTC Co.-ს აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), Itochu (3.40%), Inpex (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGC (BTC) Limited (3.1%).



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები