მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ივლისში, რეკორდული 2.7 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა

მილსადენი

ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2.7 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლის რეკორდული მაჩვენებელია.

"ნავთობის და გაზის კორპორაციის" მონაცემებით, მილსადენის დატვირთვა უმეტესად თვეში 2.5 მლნ ტონაა, თუმცა ივლისში ნავთობსადენი განსაკუთრებულად დატვირთულად მუშაობდა.

მთლიანობაში 7 თვეში მილსადენით 17.4 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა, რაც 2.5%-ით ნაკლები 2023 წლის მონაცემთან შედარებით.

ამჟამად მილსადენი ძირითადად აზერბაიჯანულ ნავთობს ატარებს, თუმცა ასევე ხდება ყაზახური და თურქმენული ნავთობის გატარებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები