ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე Brent-ის ბარელი ნავთობის ფასი 68 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 0.71%-ით გაიზარდა, თუმცა ერთკვირიან ჭრილში ნავთობის ფასი პირიქით, 4 დოლარით არის შემცირებული. ერთთვიან ჭრილში კი ფასი 2 დოლარით არის შემცირებული.
კვირას OPEC+-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება გაზარდონ. არსებული გეგმით, სექტემბრიდან ბაზარზე მიწოდება დღეში 547,000 ბარელით გაიზრდება. სავარაუდოდ, მსგავსი ნაბიჯი არის მზადება რუსული ნავთობის ჩანაცვლებისთვის, რადგანაც დონალდ ტრამპმა ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს რომლებიც განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას შეწყვიტონ მისი შესყიდვები.
თუმცა, ჯერჯერობით, ინდოეთის მთავრობა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ინდოეთის მთავრობაში მიუთითებენ, რომ ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი ეროვნული და ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.




























