პრეზიდენტი შსს-ს განცხადებას ეხმაურება, რომელიც ერთგვარი გაფრთხილებაა დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.
"ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევა! რა მნიშვნელობა აქვს, კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გასცდებიან შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.