მას შემდეგ რაც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კანდიდატურა მხოლოდ მაროკომ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ერთობლივად დატოვეს, ცნობილი გახდა, რომ მატჩების მნიშვნელოვან ნაწილს და მათ შორის ფინალს ესპანეთი მიიღებს.
სტადიონებს შორის ერთ-ერთი ბარსელონაში მდებარე "კამპ ნოუ" იქნება, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციას გადის და 2026 წლისთვის უკვე გამზადებული იქნება ულტრა თანამედროვე აღჭურვილობითა და 100 ათასი ადგილით.
იმისდა მიუხედავად, რომ ფინალს დიდი ალბათობით მადრიდის "რეალის" სტადიონი “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს, “კამპ ნოუ” ნახევარფინალს ან სხვა მნიშვნელოვან პლეი ოფის თამაშებს მიიღებს.
რაც მთავარია ფინანსური პერსპექტივიდან, ესპანეთის მთავრობა აპირებს “ბარსელონას” მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი გადასცეს, რომელიც მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ორგანიზაციულ ხარჯებს მოხმარდება.
ლა ლიგის ყველა კლუბი, რომელიც საკუთარ მოედანს ტურნირისთვის გამოსაყენებლად ხელმისაწვდომს გახდის, მიიღებს ფულს, რათა თავიანთი ობიექტები მოაწესრიგონ.
ასე, რომ დიდი ალბათობით “ბარსელონას” მძიმე ფინანსური მდგომარეობა 2030 წლისთვის დასტაბილურდება, უწინდელ ნიშნულს დაუბრუნდება და კლუბი კვლავაც შეძლებს ძვირად ღირებული ტრანსფერების განხორციელებას.
ცნობისთვის, 1982 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ესპანეთში გაიმართება.