ფლორენტინო პერესმა და ჟოან ლაპორტამ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭო დატოვეს.
ოქტომბრის ბოლოს RFEF-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ პედრო როჩას გაგზავნილ წერილებში “რეალისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ფედერაციის მმართველ ორგანოს თანამდებობიდან გადადგებოდნენ.
წამყვანი ესპანური კლუბების პრეზიდენტები ამ გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ ფედერაციის საარჩევნო პროცესში ჩარევა არ სურთ.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალ სრულუფლებიან პრეზიდენტს დეკემბერში აირჩევს.