მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბარსელონას” მსაჯების მოსყიდვასთან დაკავშირებულ საქმეში ბრალდებული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაცაა

ჟოან ლაპორტა ბარსელონა

აქამდე თუკი “ბარსელონას” ყოფილ ხელმძღვანელებს ადანაშაულებდნენ მსაჯების მოსყიდვაში, ახლა გაირკვა, რომ ბრალი კლუბის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც მიუძღვის.
მოსამართლის განცხადებით, ბრალდების სიმძიმე იმდენად დიდია, რომ სასამართლო პროცესის გაწელვა მასზე ეფექტს ვერ მოახდენს.

ცნობილია, რომ გუნდმა და ნეგრეირამ ბიზნესს თანამშრომლობა აღიარეს, თუმცა კორუფციულ გარიგებას უარყოფენ. არბიტრის განმარტებით ის კატალონიელებისგან ფულს იმაში იღებდა, რომ კლუბის ფეხბურთელებისთვის აეხსნა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ არბიტრებთან მიმართებით.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება მარტიდან მიმდინარეობს და “ბლაუგრანას” ყოფილი პრეზიდენტები სანდრო როსელი და ჟოსეპ ბარტომეუ 2018 წლამდე მილიონობით ევროს ურიცხავდნენ ნეგრეირას კომპანიას, რომელიც იმ დროს მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში “ბარსელონას” ლა-ლიგა 2-ში დაქვეითება და ევროტურნირებზე ასპარეზობის აკრძალვა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები