მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA ფინანსური ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პოპულარიზაციას ემსახურება - არჩილ ბაკურაძე

კრისტალი

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს - BARTA-ს - მიღება წელს კიდევ უფრო მეტი კომპანიისათვის იქნება შესაძლებელი. ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსი გაფართოვდა და პირველადი განცხადებების წარდგენა როგორც პირველი კატეგორიის კომპანიებსა და ჯგუფებს, ისე საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე (სდპ) ყველა პირს 31 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.

კონკურსის მნიშვნელობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე BM.GE-სთან საუბრობს და განმარტავს, რომ ეკონომიკისა და კომპანიების განვითარებისთვის ფინანსური გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უმთავრესი ფაქტორია. ამ იდეის პოპულარიზაციას კი საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო უწყობს ხელს.

„როდესაც კომპანია გარკვეულ ზომას აღწევს, აქ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კარგი კორპორაციული მართვის საფუძველი ხდება. ამიტომ თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს და გვყავდეს კონკურენტუნარიანი, სწრაფად მზარდი ქართული ფირმები, ჩვენ ამის გარეშე ფონს ვერ გავალთ. ეს არის მნიშვნელოვანია ჩვენი და ნებისმიერი სხვა სექტორისთვის, სადაც სერიოზული კაპიტალი აკუმულირდება.

BARTA-ს დაჯილდოება ფანტასტიკური ინიციატივაა, რომელსაც სერიოზული ადამიანები უდგანან სათავეში და ამ იდეის პოპულარიზაციას ემსახურება - დაამკვიდროს და გაათვითცნობიეროს ადამიანები და საზოგადოება ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობის შესახებ“, - აცხადებს ბაკურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები