მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბატარეების სისტემით 200 მგვტსთ-ი ელექტროენერგიის შენახვა იქნება შესაძლებელი - როდის აშენდება სადგური?

ენერგიის დამაგროვებელი

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების სადგურის გაშვებას 2027 წელს გეგმავს.

როგორც „საქართველოს გადამცემი ქსელის“ განვითარების ათწლიანი გეგმაშია (2024-34 წლები საუბარი საქართველოს ენერგოსისტემა განიცდის სარეზერვო სიმძლავრეების უზრუნველმყოფი მოწყობილობების მწვავე დეფიციტს და სწორედ ამ კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად განიხილება ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების სადგურის მშენებლობა.

BMG -ის „ელექტროსისტემაში“ განუცხადეს პროექტი „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს 200 მგვტ სიმძლავრის და 200 მგვტ.სთ ენერგიის დამაგროვებელი ბატარეის სადგურის აშენებას, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება 2027 წლის ბოლოს.

„აღნიშნული პროექტი ერთის მხრივ უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობის ამაღლებას, რეზერვების სწრაფ მიწოდებას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიების სადგურების ინტეგრაციას ქსელში“, - ნათქვამია BMG -სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

სსე-ი ასევე მუშაობს რამდენიმე პროექტზე, მათ შორისაა რეაქტიული სიმძლავრის წყაროს პროექტი, რომლის განხორციელება გარკვეულწილად შეჩერდა კოვიდპანდემიის პერიოდში, თუმცა დღეს პროექტი ისევ აქტუალურია.

„კოვიდპანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მოხდა ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი შემცირება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია სისტემაში არსებული დაბალი ძაბვის პრობლემების დროებითი აღმოფხვრა. პანდემიის დასრულების შემდგომი პერიოდიდან ფიქსირდება ელ. ენერგიის მოხმარების ზრდა ჩვეული ტემპებით, შესაბამისად ეს პროექტი კვლავ აქტუალურია და მისი პირველი ეტაპის - 100 მგვარ სიმძლავრის „რეაქტიული სიმძლავრის წყაროები - განხორციელება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის. ხოლო დანარჩენი ეტაპების განხორციელება დამოკიდებული იქნება სისტემის, პირველ რიგში მოხმარების განვითარებაზე. ამჟამად ასევე მიმდინარეობს ჰიდრო-მააკუმულირებელი სადგურის პროექტზე მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ დაზუსტდება პროექტის შემდგომი განვითარების კონცენფცია“, - აღნიშნავს კომპანია.

ენერგოსისტემაში სარეზერვო სიმძლავრეების უზრუნველმყოფი მოწყობილობების მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად „ელექტროსისტემა“ სემეკთან თანამშრომლობით, ახორციელებს სადგურების სიხშირის რეგულატორების რეაბილიტაცია-გამართვის პროცესს- „რიგი აგრეგატებისა, უკვე მონაწილეობენ სიხშირის რეგულირების პროცესში და გვაწვდიან რეზერვებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები