"თავი მოსაწონი ნამდვილად აქვს", - ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას. კახა შენგელიას განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განათლების სექტორში ის ბარიერები მოხსნა, რომლებსაც უცხოელი სტუდენტები აწყდებოდნენ.
"თავი მოსაწონი ნამდვილად აქვს. განსაკუთრებით, ჩვენს სფეროში. ის, რა პრობლემებიც გვქონდა, მოიშალა, აღარ გვაქვს. ბარიერები დაირღვა. დღეს გაცილებით მეტი უცხოელი სწავლობს საქართველოში, ვიდრე მანამდე სწავლობდა. ბატონი ირაკლის მოღვაწეობით კმაყოფილ ვარ", - განაცხადა კახა შენგელიამ.
BMG-ის კითხვაზე, კონკრეტულად რა პრობლემები მოაგვარა ირაკლი ღარიბაშვილმა, ის პასუხობს:
"დაწყებული ვიზის ბარიერებით, საქართველოში უცხოელების ჩამოსვლით დამთავრებული. თუ ადრე, თუნდაც ვიზით შემოსულ უცხოელს ადეპორტირებდნენ, დღეს ასეთი რამ არ ხდება. ქვეყანაში გაცილებით მეტი ფულია დღეს, ვიდრე სამი წლის წინ. ეკონომიკა დაძრულია, წინ მიდის და საქართველო ეკონომიკური კუთხით არავისზე ნაკლები არ არის.", - აღნიშნა კახა შენგელიამ.