მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება - რა დაუჯდება მერიას ნაძვის ხის შესყიდვა?

63238396ccbb6
ნინო ტაბატაძე
16.09.22 00:00
1210
ბათუმის მერიას საშობაო ნაძვის ხის შეძენა 306 ათასი ევრო ( დღგ-ს გარეშე) დაუჯდება. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს 865 795 ლარიანი გამარტივებულ  შესყიდვაზე თანხმობა სთხოვა. 

ბათუმის მერია წელს, საახალწლოდ, ევროპის მოედანზე სწორედ იმ ნაძვის ხეს განათავსებს, რომელიც მოსახლეობამ შეარჩია.

ნაძვის ხის შესარჩევად საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მომწოდებლებისგან რამდენიმე მოდელი მოიძია და მერიის ფეისბუქ გვერდზე განათავსა. 4 ექსკიზს შორის გამოკითხვა 25 აგვისტოს დასრულდა.

„საშობაო ნაძვის ხის მწარმოებელთან კომუნიკაციის შედეგად დავადგინეთ, რომ მოქალაქეთა მიერ შერჩეული ნაძვის ხის წარმოებას ესაჭიროვება 75 დღე, მოწოდებას ესაჭიროვება მინიმუმ 15 დღე და კონსტრუქციის მონტაჟის ესაჭიროვება 3-5 დღე, სულ 95 დღე. ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ტენდერის ჩატარებას ესაჭირობევა 30 დღე, შერჩევა-შეფასებას მინიმუმ 15 დღე (იმ შემთხვევაში თუ პირველივე პრეტენდენტი დააკმაყოფილებს ყველა სატენდერო პირობას)“, - ასეა განმარტებული შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა სამმართველოს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები