ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივ რეჟიმში.