მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა - TAV Georgia

TAV Georgia

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს.

„მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა ამის მიუხედავად, TAV Georgia-ს აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა თოვლისგან და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტი ნებისმიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები