მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ - ბულვარის ადმინისტრაციის განმარტება

ქორწინების სახლი

ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს - ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ანგრევენ ობიექტს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.

„შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად და მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში ბათუმელების მხრიდან აქტიურად გამოიხატებოდა.

ქორწინების სახლი თავისი მოცულობითა და განლაგებით ზღუდავდა ბულვარის მთავარი შესასვლელის სივრცით აღქმას, ასევე, ამორტიზებული შენობა-ნაგებობა არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს, რის საფუძველზეც იგი შეტანილ იქნა განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლი შეიმუშავებს ახალ კონცეფციას და ქორწინების სახლი ახალ ბულვარში ალტერნატიულ ლოკაციაზე აშენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები