მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ბულვარში ველობილიკებზე ორბორბლიანი ელექტროტრანსპორტით გადაადგილება 1-ელ იანვრამდე დაშვებული იქნება

ბათუმი ელექტროსკუტერი

ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკებზე ორბორბლიანი ელექტროტრანსპორტის გადაადგილება 2025 წლის 1 იანვრამდე იქნება დაშვებული. შესაბამისი წინადადებით ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს მიმართა, რასაც საკრებულომ მხარი დაუჭირა.

“ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სსიპ ,,ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას და ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის გაჯანსაღებისა და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება, დამსვენებელთა როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული კონტიგენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისი პირობების შექმნა, ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვადასხვა ფორმებით გაცემა და შესაბამისი პირობების დადგენა. ბოლო წლებში თვალსაჩინო გახდა, რომ ელექტროტრანსპორტით ე.წ. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი და სამბორბლიანი ელექტრო სკუტერით გადაადგილება განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

2025 წლის 01 იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებულ იქნას ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე - ელექტრო ტრანსპორტის (მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტრო სკუტერის) გადაადგილება და შესაბამისის ცვლილება იქნას შეტანილი საკითხთან დაკავშირებულ ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში”, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებით აიკრძალა ორბორბლიანი ელექტროტრანსპორტის გადაადგილება, თუმცა, შემდეგ აღნიშნული აკრძალვა გადავადდა და უნდა ამოქმედებულიყო 2024 წლის 1 იანვრიდან. ახლა კი, საკრებულოს თანხმობით, აკრძალვა კიდევ ერთი წლით გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები