მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

6049ce2eb7078
BM.GE
11.03.21 11:55
664

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს  მოქალაქის მ.ქ.-ს ტვირთს, რისკის პროგრამის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, დოკუმენტების კამერალური შემოწმების და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 203 ლარი შეადგინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11203 ლარი შეეფარდა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები