მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერია აეროპორტის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის ₾15-მილიონიან ტენდერს აცხადებს

აეროპორტის გზატკეცილი ბათუმი

ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აეროპორტის გზატკეცილის რეაბილიტაციის მიზნით ₾15-მილიონიან ტენდერს აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია აეროპორტის გზატკეცილის N1-დან აეროპორტის გზატკეცილის N93-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადად კი ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის №1-დან აეროპორტის გზატკეცილის №93-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებულია შ.პ.ს "პროჯეკტ კომპანის" მიერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები