მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერიამ საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების გამოცვლისთვის ₾9-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ბათუმი
13.06.24 11:52
2927

ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების გამოცვლისთვის ₾8.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია 98 ლიფტის გამოცვლა, შესაბამისად, მერია ერთი ლიფტის განახლებას 89,800 ლარად გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 29 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები