მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერის არჩევნებშიც, სავარაუდოდ, II ტური გაიმართება

61592da9d1207
თამთა ჯიჯავაძე
03.10.21 08:13
640
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ბათუმში, 105 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები.

წინასწარი მონაცემებით, „ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს ამომრჩეველთა 41.49% უჭერს მხარს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კირთაძეს კი - 42.54%. ამასთან, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ კანდიდატ ირაკლი მიქელაძეს 10.48%-იანი მხარდაჭერა აქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიეღო, სავარაუდოდ, ბათუმშიც არჩევნების მე-2 ტური გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები