მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის "რუმსი" სასტუმროების განვითარების ახალი საფეხურია - ლევან ბერულავა

ახალი რუმსი ბათუმი

რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში „რუმსის“ სასტუმრო გაიხსნა. ინფორმაციისთვის: ეს საქართველოში „რუმსის“ მეოთხე სასტუმროა. განთავსების ახალი ობიექტი ზღვისპირა ქალაქში კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ პროექტია. 120-ოთახიან სასტუმროში სტუმრებსა და დამსვენებელს მაღალი კლასის ამერიკული სასადილო უმასპინძლებს, სადაც ქართული და ამერიკული გასტრონომიის მიქსი იქნება წარმოდგენილი. სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ასევე ლობი ბარი, სადაც სტუმრებს კომფორტულ გარემოში დასვენება და მუშაობა შეეძლებათ.

გადაცემა „ბიზნესისკვირეულში“ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში „რუმს ჰოტელის“ დირექტორი ვალერი ჩეხერია აღნიშნავს, რომ ობიექტს გამორჩეული არქიტექტურა აქვს და ეს არის ბათუმში პირველი შენობა, რომელიც ხეშია გაკეთებული.

„ულამაზესი არქიტექტურაა. თეთრი შენობა ბათუმისთვის დამახასიათებელი, ბათუმში ხეში გაკეთებული არც ერთი სასტუმრო არ არის. ხედი პორტს უყურებს - ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა, რომელსაც დარწმუნებული ვარ არამარტო მთელი საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო შეიყვარებს. მნიშვნელოვანია "რუმს ბათუმის" როლი დასაქმების კუთხით. სასტუმროში 90% ადგილობრივები არიან დასაქმებულები“ - აღნიშნავს ვალერი ჩეხერია.

ობიექტის განვითარების გეგმებზე BMG-სთან „რუმს ჰოტელის" მმართველი დირექტორი ლევან ბერულავაც საუბრობს. როგორც ის ამბობს, მომავალი სეზონიდან სასტუმროს აუზი და კიდევ ერთი რესტორანი შეემატება.

„ბათუმის „რუმსი“ რუმსების განვითარებასა და სასტუმროების განვითარების „ნექსთ ლეველია“. ამ დროისთვის აქ მოსულ სტუმარს საუკეთესო გარემო დახვდება. აქ არის დაინერია, ლობი, საკონფერენციო დარბაზი. მომავალ წელს უკვე სეზონზე სახურავზე იქნება აუზი. სახურავზე გაიხსნება კიდევ ერთი რესტორანი“ - აღნიშნავს ლევან ბერულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები