მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ევაკუაციაა გამოცხადებული

გრანდ მოლი ბათუმი

ბათუმის ოთხ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია "მეტრო სითიზე", "გრანდ მოლზე", "ბათუმი პლაზასა" და "ბათუმი მოლზე".

როგორც "მეტრო სითიში" bm.ge-ის განუცხადეს, ამჟამად ადგილზე კინოლოგები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

bm.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და უწყებისგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.

ცნობისთვის, გუშინ გამნაღმველები ცრუ შეტყობინების გამო ბათუმის აეროპორტში მუშაობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები