მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო

646e1afb37fc4
BM.GE
24.05.23 18:22
568
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ანაგი" განახორციელებს. ახალ საცხოვრებელ სახლში სრულად დაკმაყოფილდება ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი.

,,მძიმე ტრაგედია გამოდგა როგორც ჩემთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბათუმის ტრაგედიის მომსწრე იყო. უნდა გავაგრძელოთ ამ ტრაგედიის მიუხედავად წინ სიარული.

იმედი მაქვს, რომ თითოეული ოჯახი ახალ სახლში მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას. ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ. ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

შეგახსენებთ, ბათუმში, 2021 წელს, სახლის სადარბაზოს ჩამონგრევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები