მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე დარტყმა თბილისზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება" – G&T

5eb95be1527bc
ინგა მურუსიძე
11.05.20 19:12
1223
ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისთვის დარტყმა თბილისზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება, - ასე უპასუხა Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა FIABCI Georgia-ს და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„მიმდინარე მოვლენები, პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევები თბილისზე არანაკლებ დარტყმას მიაყენებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს, თუ მეტი არა; გააჩნია რამდენად დაარწმუნებენ იქაური დეველოპერები უცხოელებს, რამდენად დაარწმუნებენ უცხოელ ინვესტორებს, ვინც სახლის შეძენას აპირებს, რომ ასეთ დროს გააკეთონ ინვესტიცია. ბუნებრივია, შემოსავლის მხრივ სერიოზული დარტყმა იქნება ბათუმისთვის, რადგან აჭარაში უძრავი ქონებიდან უკუგების დაგენერირების მთავარი წყარო იყო ზაფხული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ერთი წელი დაიკარგა ამ პერიოდში, როგორც მინიმუმ, თუმცა შოკი მასშტაბურია და ამისთვის მზად შეიძლება არავინ არ იყო, ისეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

მისივე თქმით, Galt&Taggart ბათუმის უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით ცალკე კვლევის ჩატარებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები