მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება

აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას.

ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტროსადგური, საიდანაც 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი.

მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

"ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება. ნაგავსაყრელები ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები