მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ბინების საშუალო ფასი გაიზარდა - როგორია გაყიდვების დინამიკა იანვარში?

თათიას სახლი

ბათუმში, იანვარში ბინების გაყიდვების კლების პარალელურად, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი გაიზარდა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული ბათუმის საცხოვრებელი ბინების იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

2024 წლის იანვარში ბათუმში გასული წლის იანვართან შედარებით 22%-ით ნაკლები ბინა გაიყიდა, რამაც ჯამში 1 069 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 20%-ით 46 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ახალაშენებული ბინების შემთხვევაში, ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით, ძველი ბინებში კი 49%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 1%-ით გაიზარდა და მ²-ზე 932 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 718 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები