ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კორპუსში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა და მოგვიანებით გავრცელდა, თუმცა რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა.
ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ე.წ. "ვოქსის" კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გადამოწმება ახლობლებთან, ნათესავებთან და შესაბამის პირებთან.
ქალაქის მერის განმარტებით, ყველა შესაბამისი ტექნიკური რესურსი რაც ქალაქს გააჩნია სრულად არის ჩართული სამშველო ღონისძიებაში.
"ყველა შესაბამისი სამსახური სრულადაა მობილიზებული. სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპოლიციო ძალები. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა სრულადაა ევაკუირებული. ამ დროისთვის მიმდინარეობს გადამოწმება ახლობლებთან, ნათესავებთან და შესაბამის პირებთან. ყველა შესაბამისი ტექნიკური რესურსი, რაც ქალაქს გააჩნია, სრულად არის ჩართული სამშველო ღონისძებაში.
სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ, დამატებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები გაავრცელებენ ინფორმაციას. ამ ეტაპისთვის რაც მნიშნელოვანია, ღამის ხილვადობისა და ქარის გამო, სამაშველო სამუშაოები გარემო-პირობების შესაბამისად მიმდინარეობს.
პერიმეტრის დაცვა და შენობის ევაკუაცია იყო თანხმვედრ რეჟმში პოლიციასა და საპატრულოსთან ერთად. ამ დროისთვის, რაც ჩვენ გვაქვს ინფრომაცია, სრულადაა ევაკუირებული არსებული კორპუსი და ის კორპუსები სადაც შეიძლება საფრთხე იყოს. ელექტროენერგიის მიწოდება რიგ კორპუსებში შეზღუდულია და ყველა საჭირო ღონისძება ხორციელდება.
ამ ეტაპზე, დამატებით ინფრომაციის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ ვფლობ. შესაბამისი სამსახურები მოკვლევისა და პირველადი დასკვენბის შედეგად გააკეთებენ განცხადებებს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.