მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში, გრიბოედოვზე მულტიფუნქციური კომპლექსის და 25-სართულიანი შენობების მშენებლობა იგეგმება|პროექტი

ბათუმი რენდერი

ქალაქ ბათუმის საკრებულომ 29 მაისს, გრიბოედოვის ქუჩაზე 16,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. ადგილზე კომპანია "ოპუს ცენტრი" ორი 25-სართულიანი შენობის და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

წარდგენილი განცხადების მიხედვით, ბლოკი A იქნება 25 სართულის სიმაღლის, 88 მეტრის ნაგებობა, რომლის ჯამური განაშენიანების ფართობიც, 39,559 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 75% იქნება საცხოვრებელი დანიშნულების, ხოლო 25% კი კომერციული/საზოგადოებრივი დანიშნულების.

კომპლექსს ასევე ექნება ერთმანეთთან დაკავშირებული B და C ბლოკები, რომლებიც ასევე 25 სართულის და 88 მეტრის სიმაღლის იქნება. ამ ბლოკების ჯამური განაშენიანების ფართობი იქნება 152,159 კვადრატული მეტრი, რომლის 75% საცხოვრებელ ზონას დაეთმობა, 25% კი ასევე კომერციულ/საზოგადოებრივ ზონას.

შესაბამისად, კომპლექსის ჯამური მოცულობა 191,718 კვადრატული მეტრი იქნება.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ოპუს ცენტრი" 2022 წლის დეკემბერში არის დაფუძნებული, მისი 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი ედნარ პაპუნაიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები