მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, კომპანია „ორსა“ აგროქიმიკატებს კანონდარღვევით ყიდდა - სეს-მა კომპანია დააჯარიმა და წარმოება შეუჩერა

სეს

აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია (აღიარებას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ჩამონათვალი იხილეთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (მუხლი 13) ლინკზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/5800

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები