მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კრისტალის ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში კრისტალის ახალი ფილიალი გაიხსნა
BM. GE
02.10.23 10:58
67

"კრისტალის" საიუბილეო 25-ე წელს, ბათუმში,  ტბელი აბუსერიძის ქ. N5-ში, "კრისტალის" ახალი ფილიალი  ოფიციალურად გაიხსნა.

ფილიალის გახსნის ღონისძიებას "კრისტალის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია, კომპანიის მმართველი გუნდის წევრები და მენეჯმენტი, ჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სივრცე ფიზიკურ პირებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათზე მორგებულ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორის, სესხები, სალიზინგო პროდუქტები, განვადება, ავტოსესხი,  ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაცია, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, კომუნალური გადახდები და სხვა. მომხმარებლებისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისთვის.

ფილიალი მომხმარებლებს ყოველ დღე, შაბათის ჩათვლით მოემსახურება.

„ჩვენ,  როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებაზე. კომპანიის მიზანია გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებს შევთავაზოთ კომფორტული მომსახურება. ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს რეგიონში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესს.  როგორც იცით, ფილიალებსა და სერვისცენტრებთან ერთად, კრისტალის სერვისების მიღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ მომხმარებელთა საჭიროებებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და წვდომა დისტანციურ არხებზე და ფილიალებში ვიზიტს ამჯობინებენ. ცხადია ახალი ადგილმდებარეობის შერჩევამდე ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული გარემო, გავითვალისწინეთ მომხმარებელთა მოთხოვნები და ახალი ფილიალის გახსნაც სწორედ ამის საფუძველზე დავგეგმეთ. მომსახურების ახალი სივრცის მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალი, გაიზრდება მომსახურების არხები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა,“ - აღნიშნავს კრისტალის უფროსი ბიზნესოფიცერი, მელანია კუჭუხიძე

აჭარის რეგიონში კრისტალი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. აქედან, ბათუმში 2 ფილიალი, ქობულეთის და ხელვაჩაურის ფილიალი.  პირველი ფილიალი ბათუმში 2014 წელს გაიხსნა.

კრისტალის შესახებ: „კრისტალი“ საქართველოში წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და ლიდერი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია. „კრისტალი“ მართავს 416.7 მილიონიან სასესხო პორტფელს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით  50-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.  დასაქმებული 1300 თანამშრომელი და 150 ათასამდე უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება. „კრისტალი“ ოპერირებს როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა და მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას აწვდის. „კრისტალი“ რეგიონში პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც საერთაშორისო კომპანია Fitch Ratings-ის ფინანსური შეფასება მიიღო. 2018 წლის  კრისტალი საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა - „მელიორა 2018“.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ საიტს: https://ir.crystal.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები