2025 წელს ბათუმში უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი 16.5%-ით გაიზარდა და მან კვადრატულ მეტრზე 1395 დოლარს მიაღწია - ამის შესახებ TBC Capital-ის ანგარიშში არის აღნიშნული.
ანგარიშში არაა დაკონკრეტებული უშუალოდ რამდენი უძრავი ქონების ტრანზაქცია შედგა ბათუმში, თუმცა მითითებულია, რომ ფასების ზრდა დაკავშირებული იყო ბაზარზე უმეტესწილად მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსების გაყიდვებთან.
ქვეყნის მასშტაბით კი, გასულ წელს 78,500 ტრანზაქცია შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 6%-ით მეტი იყო. ამასთან, რეალიზებული სახლებიდან/ბინებიდან 29,300 იყო პირველადი ბაზრის, ხოლო 49,200 ბინა კი მეორადი ბაზრიდან.
რაც შეეხება სარეალიზაციო ფასებს, თბილისში საშუალო ფასი შეადგენდა კვადრატულ მეტრზე 1,312 დოლარს, რაც 2024 წელთან შედარებით 4.1%-ით მეტი იყო.
2026 წელთან დაკავშირებით კი, "თიბისი კაპიტალი" მოელის, რომ წელს ფასების ზრდა გაგრძელდება და ის ქვეყანაში საშუალოდ 3.2%-ით გაიზრდება ბაზრის მოცულობა კი დამატებით 4.5%-ით მოიმატებს.





























