მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში, მუნიციპალური ინსპექცია გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთას აგრძელებს

გარევაჭრობა

ბათუმში, მუნიციპალური ინსპექცია გარევაჭრობის მონიტორინგს აგრძელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, უნებართვო კომერციული საქმიანობისთვის, მოვაჭრეები ამჯერად ინასარიძის ქუჩის მიმდებარედ გააფრთხილეს და პროდუქციის ტერიტორიიდან გატანა დაავალეს.

"გაფრთხილების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილმა გასაყიდად გამოტანილი ნივთები მალევე აალაგა.

საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს, ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ტროტუარზე პროდუქციის უკანონო რეალიზაცია, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს", - აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მუნიციპალური ინსპექციის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები, გარე ვაჭრობაზე მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებენ.

ცნობისთვის, ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ გარემოვაჭრეები ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლიან ხელს. ნოემბერში მუნიციპალურმა სამსახურმა გააფრთხილა გარემოვაჭრეები და თქვა, რომ უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ, გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდებოდა უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები და უსახური სავაჭრო დახლების ტერიტორიიდან გატანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები