ბათუმის საბავშვო ბაღში კვების ბლოკს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საქმიანობა შეუჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქმე ეხება ტბელ აბუსერიძის ქ. №1-ში მდებარე საბავშვო ბაღს „სტარ ბათუმს“, რომელშიც დარღვევა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმება მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, წყალმომარაგების პრობლემა და სხვა ჰიგიენური ხარვეზები. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. დარღვევების გამო ობიექტი დაჯარიმდა და კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა დანიშნულ მოთხოვნათა სრულ შესასრულებლად.




























