მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში საფეხმავლო ხიდების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

62d7184f7fbe1
BM.GE
20.07.22 01:10
968
ბათუმში, გმირთა ხეივნის არდაგანის ტბასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების მშენებლობისათვის ტენდერი გამოცხადდა.

ხიდები, გმირთა ხეივნის, ჟიული შარტავას საავტომობილო გზების მხარეს უნდა დაპროექტდეს, რომლებმაც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა სრულად ან ნაწილობრივ უნდა გადაკვეთოს.

აღნიშნული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 22 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, სავარაუდო ღირებულება 679 193 ლარია. 

ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ბათუმის გმირთა ხეივნის არდაგანის ტბასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების დეტალური პროექტის მომზადებას და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს.

საპროექტო მომსახურება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში, არსებული ესკიზის სრულყოფილი საბოლოო ვერსიის წარმოდგენას, სადაც რამდენიმე პირობა უნდა იყოს გათვალისწინებული. მათ შორისაა ხიდების მოწყობა შშმ პირების პირობების გათვალისწინებით.

მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს, მიმწოდებლის მიმართ მოთხოვნებს, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2,5 თვის ვადაში (არაუგვიანეს 75 კალენდარული დღე), მიმწოდებელმა სრული საპროექტო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების დეტალური სრული გეგმა-გრაფიკი უნდა წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ საცალფეხო ხიდები "განახლებული რეგიონების" პროექტის ფარგლებში აშენდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები