ბათუმში შპს "ამბასადორი" პროექტთან შეუსაბამობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დღეს, 24 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის დროს, ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისას დაფიქსირდა წარმოებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობის ფაქტი. კერძოდ, მოხდა შენობის სართულიანობის ცვლილება: ნაცვლად 4 სართულისა, ემატებოდა მეხუთე სართული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, რის შედეგადაც შპს "ამბასადორი" 10 000 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება გადაგზავნილია სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით", - განმარტავენ სააგენტოში.




























