ბათუმში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათ ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების ნაწილს შენობის დატოვების ნება არ მისცეს, რის შემდეგაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი იქამდე არ გაჩერდებიან, ვიდრე ხელისუფლება „რუსულ კანონზე“ უარს არ იტყვის.




























