მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში, ტურისტული კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

12

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ლ.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა ლ.ფ.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხა თაღლითურად მიითვისა. ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 218 427 ლარი შეადგინა.

"სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნავენ უწეყაბში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები