ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 250 000 ლარს დახარჯავს 2-დღიან ფესტივალში „ზაფხული იწყება აქ“.
ტენდერში წერია, რომ აჭარის ტურისტული სეზონის გახსნა ივნისის პირველ ნახევარში, კლიმატური პირობების და ამინდის გათვალისწინებით იგეგმება.
შესყიდვის მიხედვით, ფესტივალი ითვალისწინებს ანბანის კოშკის მიმდებარე, 2000 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო სივრცეების, ფოტო-ზონების, საზაფხულო ინსტალაციების, სივრცითი დეკორაციების, კვებითი ზონების და ლაუნჯების მოწყობას, ასევე თეატრალური მსვლელობისა და საზაფხულო განწყობის შემქმნელ სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებას.
ტენდერის გამარჯვებული შპს კრეატივ-ჯგუფია, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო. 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს თამაზ ბიჩინაშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც.