ბათუმში უნგრეთის საკონსულო გაიხსნება. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
განკარგულების თანახმად, გაიცა თანხმობა ბათუმში, საპატიო კონსულის მეთაურობით, უნგრეთის საკონსულო დაწესებულების გახსნის თაობაზე.
საკონსულო ოლქი მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
განკარგულებას 24 ივლისს მოეწერა ხელი.