მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერდათ დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის პრაგმატული პოლიტიკა ეფუძნება სიძლიერეზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობასა და თითოეული თანამშრომლის როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ტურიზმის განვითარების პროცესში.

„ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა.

როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებასა და პროგრესზე, თითოეული თანამშრომლის როლი არის განსაკუთრებული. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი ერთიანობა და კოორდინირებული საქმიანობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გახსნა და ტურისტული სეზონის გახსნისთვის შესაბამისი სტრუქტურების სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები